
DOKA
ინოვაციური ყალიბების სისტემები, გამოცდილი ინჟინერიული მხარდაჭერით.
მსოფლიო დონის საყალიბე სისტემები
DOKA არის მსოფლიოში აღიარებული ავსტრიული ბრენდი, რომელიც სპეციალიზდება თანამედროვე საყალიბე და საყრდენი სისტემების განვითარებასა და წარმოებაში სამშენებლო ინდუსტრიისთვის. მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, DOKA ცნობილია თავისი ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებებით, მაღალი ხარისხის სტანდარტებით და მონაწილეობით მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ არაერთ რთულ და მასშტაბურ სამშენებლო პროექტში.
წლიანი პრატნიორობა
დასრულებული პროექტი

პარტნიორობის ისტორია
პირველი თანამშრომლობა
„აზიმუტი“ გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც სამშენებლო ბაზარზე შემოიტანა DOKA-ს საყალიბე სისტემები, პირველად — თბილისი მოლის პროექტისთვის..
უწყვეტი პარტნიორობა
DOKA-ს ინოვაციური სისტემები გამოყენებულია „აზიმუტის“ მიერ განხორციელებულ ყველა სამშენებლო პროექტში, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს სამუშაოების ეფექტიანობასა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.
ოფიციალური პარტნიორობა
„აზიმუტმა“ და DOKA-მ ოფიციალურად გააფორმეს თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმება, რამაც მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე აიყვანა და კიდევ უფრო გააძლიერა პროფესიული კავშირი.


საინჟინრო კონსულტაცია და ტექნიკური მიმართულება
დღეს აზიმუტი ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს პროფესიონალურ კონსულტაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას DOKA-ს სისტემებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს კომპეტენტურ გზამკვლევობას მათთვის, ვინც დაინტერესებულია კონკრეტული სისტემების დაგეგმვით, შერჩევით ან გამოყენების შესაძლებლობებით სამშენებლო პროექტებში.
- ზუსტი ინფორმაცია და სისტემაზე მორგებული ტექნიკური რეკომენდაციები
- პროექტზე ორიენტირებული კონსულტაცია DOKA-ს ტექნოლოგიებისთვის
- საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის სრული შესაბამისობა
- ექსპერტული მხარდაჭერა ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად